პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასის ნოემბრის მატჩებისთვის ემზადება. გუნდის შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება განხორციელდა და ნაკრებს ნიკა აბულაძე და ბექა გიგაშვილი შეუერთდნენ.

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
სპორტალი

დღეიდან ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

გაფართოებულ შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა. ბურჯების - ლაშა ფხაკაძისა და გიორგი მელიქიძის ნაცვლად, ნოემბრის კამპანიაში გუნდს ინგლისის პრემიერშიფის ‘ექსეთერ ჩიფსის’ მოთამაშე ნიკა აბულაძე და ტოპ 14-ის ‘ტულონის’ ბურჯი ბექა გიგაშვილი დაეხმარებიან.

ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ თამაშს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ: 7 ნოემბერს კანადასთან “ავჭალაზე”; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგასთან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-სთან “მიხეილ მესხზე”. სამივე შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიური პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ნოემბრის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, ბაღდათის ‘დათვები’), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი, ბოლნისის ‘ყოჩები’), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, თბილისის ‘ხვამლი’), ვანო კარკაძე (ოიონა, ქუთაისის ‘აია’), ლუკა გოგინავა (ბეზიე, თბილისის ‘ლოკომოტივი’), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, ჩოხატაურის ‘ღონე’), ბექა გიგაშვილი (ტულონი, თბილისის ‘ლელო’), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი, თბილისის ‘ხულიგანა’), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი, რუსთავის ‘ხარები’);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, დომონი), კოტე მიქაუტაძე (ბრივი, მარნეულის ‘არმაზი’), გიორგი ჯავახია (ანგულემი, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);

მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი, თბილისის ‘ხულიგანა’), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, თბილისის ‘წიქარა’), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, თბილისის ‘არმია’), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, თბილისის ‘ხულიგანა’), ბექა გორგაძე (პო, რუსთავის ‘ხარები’), ბექა საღინაძე (ლიონი, თბილისის ‘ლელო), ბექა შვანგირაძე (ლიონი, ქუთაისის ‘აია’);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, მარნეულის ‘არმაზი’), გელა აფრასიძე (ანგულემი, თბილისის ‘ივერია’), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’);

მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა, ფოთის ‘კოლხი რაინდები’), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, თბილისის ‘არმია’);

ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი, ‘მონტბეტონი’ საფრანგეთი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, თბილისის ‘არმია’), გიორგი ხაინდრავა (ნიცა, თბილისის ‘ლელო’), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი, თბილისის ‘არმია’);

ფრთა: ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა ხორბალაძე (ლიონი, თბილისის ‘ლელო’);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, თბილისის ‘ხვამლი’), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’).

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართველი მსაჯები მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ნოემბერში გასამართ ერთა თასის შეხვედრებს იმსაჯებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები