ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს” – მიმართვა მერს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი თაია მახარაშვილი მერიისგან საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის მიწოდებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. პარალელურად, სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების გამო 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს” – მიმართვა მერს
“აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს” – მიმართვა მერსალია

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს.

ვაზუსტებ: დღეს ამოღებულია რძის პროდუქტები. ხორცი მენიუში რჩება. ახლა კეთილი ინებოს მერიამ და კარგად აგვიხსნას, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს. საჯარო ინფორმაციაა და კეთილი ინებეთ, დადეთ!

მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო”, – წერს თაია მახარაშვილი.

თაია მახარაშვილი თბილისის მერიაში კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2024 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, მისი თქმით, აქციებზე დგომის გამო.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა, ხოლო ფინანსთა სამინისტრის ცნობით, 20 ბაგა-ბაღშუ 55 აღსაზრდელის და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები - კახა კალაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები