ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს საზოგადოება, რომელსაც სჯერა ხელისუფლების და მანდატს აძლევს, ხოლო „თითო-ოროლა უსამშობლოები“ ცდილობენ დისკომფორტის შემოტანას. პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილზე და აღნიშნა, რომ ის გარედანაა წაქეზებული პროვოკაციების მოსაწყობად.

შალვა პაპუაშვილი – არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი
შალვა პაპუაშვილი – არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტიპირველი არხი

არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისგან პროტესტისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა მედიის ნაწილის მხრიდან ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს იყო მოქალაქეების პროტესტი კახა კალაძის მიმართ“, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი წაქეზებულია გარედან.

„მარიამ მეყანწიშვილის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ქალი საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. იგი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით, რაც არაერთხელ ვნახეთ. 5 ოქტომბერს, შუაღამისას, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დროს აქტიურად მოძრაობდა, მაშინ შვილები არ ახსოვდა. გუშინ პარკის გახსნაზე მისული იყო, რომ დებოში მოეწყო და შვილები არ ახსოვდა. პასუხისმგებლობა რომ დაუდგება, მერე ახსენდება ვითომ თავისი შვილები. მოწყვეტილია ეს ადამიანი კარგა ხანია, თავის შვილებს, რასაც ვაკვირდებით. მცირეწლოვანი შვილები რომ ჰყავს, სწორედ ამიტომ ვერ დგება პასუხისმგებლობა, რომელიც წესით დადგებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. გაგახსენებთ წლევანდელი წლის 9 აპრილს და მის აბსოლუტურად ამაზრზენ საქციელს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან. ეს ადამიანი წაქეზებულია სწორედ გარედან, რათა ასეთი რაღაც მოაწყოს. არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, მიჰყვება, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი. ასეთებს ვხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხან ჯეი დი ვენსთან გამოვარდება ვიღაც შეშლილი მემარცხენე და ხან ტრამპთან შეხვედრაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მარიამ მეყანწიშვილის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ქალი საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. იგი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით, რაც არაერთხელ ვნახეთ. 5 ოქტომბერს, შუაღამისას, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დროს აქტიურად მოძრაობდა, მაშინ შვილები არ ახსოვდა. გუშინ პარკის გახსნაზე მისული იყო, რომ დებოში მოეწყო და შვილები არ ახსოვდა. პასუხისმგებლობა რომ დაუდგება, მერე ახსენდება ვითომ თავისი შვილები. მოწყვეტილია ეს ადამიანი კარგა ხანია, თავის შვილებს, რასაც ვაკვირდებით. მცირეწლოვანი შვილები რომ ჰყავს, სწორედ ამიტომ ვერ დგება პასუხისმგებლობა, რომელიც წესით დადგებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. გაგახსენებთ წლევანდელი წლის 9 აპრილს და მის აბსოლუტურად ამაზრზენ საქციელს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან. ეს ადამიანი წაქეზებულია სწორედ გარედან, რათა ასეთი რაღაც მოაწყოს. არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, მიჰყვება, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი. ასეთებს ვხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხან ჯეი დი ვენსთან გამოვარდება ვიღაც შეშლილი მემარცხენე და ხან ტრამპთან შეხვედრაზე“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: „ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები