ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ამ აქტივისტის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დგება - შალვა პაპუაშვილი მარიამ მეყანწიშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მცირეწლოვან შვილებს იყენებს. მისი თქმით, აღნიშნული პირი კანონდარღვევებსა და დებოშიტადაა დაკავებული, ხოლო შვილების ფაქტორის გამო მის მიმართ შესაბამისი ზომების გატარება ვერ ხერხდება.

ამ აქტივისტის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დგება - შალვა პაპუაშვილი მარიამ მეყანწიშვილზე
ამ აქტივისტის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დგება - შალვა პაპუაშვილი მარიამ მეყანწიშვილზერუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტი საკუთარ მცირეწლოვან შვილებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების იარაღად იყენებს, მაშინ, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ყურადღებას არ ანიჭებს და დრო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებსა და დებოშის მოწყობას უთმობს. ტექსტში აღნიშნულია, რომ სწორედ შვილების ფაქტორის გამო ვერ ხერხდება მის მიმართ შესაბამისი ზომების გატარება, იმ კანონდარღვევების მიუხედავად, რაც პირდაპირ ეთერშიც ჩანს (მათ შორის, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტი).

"ჩვენ ამ აქტივისტის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დგება, იქ ტირილად იღვრება, რომ შვილებს არის მოწყვეტილი, მერე კი ვხედავთ, რომ ღამე, დილას, შაბათს, კვირას, ორშაბათს... არ ვიცი, შვილებთან ერთად არ გვინახავს ჩვენ და რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მიტოვებული ჰყავს საკუთარი შვილები და დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით.

5 ოქტომბერს, შუაღამისას, იქ დადიოდა და ამბობდა "აბა, ამოდით ჩემთან ოფისშიო", მაშინ შვილები არ ახსოვდა? ან როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დროს აქტიურად მოძრაობდა და ორგანიზებას უწევდა რაღაცას, მაშინ შვილები არ ახსოვდა?

გუშინ ღამით, იქ რომ იყო მისული და დებოში მოაწყო, შვილები არ ახსოვდა? პასუხისმგებლობა რომ დაუდგება, მერე ახსენდება ვითომ თავისი შვილები და მერე უნდა დაიწყონ შეცოდება, რომ დედა მოწყვიტეს შვილებს.

მოწყვეტილია ეს ადამიანი კარგა ხანია თავის შვილებს, რასაც ვაკვირდებით. სწორედ იმიტომ, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, იმიტომაც ვერ დგება ის პასუხისმგებლობა, რომელიც წესით დადგებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ჩაიდენდა იმ დანაშაულებს, რასაც პირდაპირ ეთერში ვხედავთ მისი მხრიდან.

მათ შორის გაგახსენებთ წლევანდელი წლის 9 აპრილს, მის აბსოლუტურად ამაზრზენ საქციელს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან, სადაც ფაქტობრივად შეურაცხყო 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნა საკუთარი მართლა ამაზრზენი ქცევით.

ისიც გვახსოვს, რომ ეს ადამიანი იყო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩამოვიდა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში მონაწილეობდა, მაშინ რომ ელაპარაკებოდა. აი ასე აქეზებენ, ეს ადამიანი წაქეზებულია სწორედ გარედან იმისთვის, რომ ასეთი რაღაც მოაწყოს. მაგრამ, როდესაც ათი ათასობით ადამიანი ზეიმობს და ერთი ასეთი გამოჩნდება, პირდაპირ, ხელის გულზე ჩანს, რასთან გვაქვს საქმე.

მთლიან საქართველოში არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, მიჰყვება მას და აძლევს მანდატს და არიან ეს თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავისი აზრით შეიტანონ გარკვეული დისკომფორტი.

ასეთებს ვხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, ბოლო პერიოდშიც იყო რამდენიმეჯერ, ნახეთ თქვენ ალბათ: ხან ჯეი დი ვენსთან გამოვარდება ვიღაც შეშლილი მემარცხენე და ხან ტრამპთან შეხვედრაზე გამოვარდება. ასეთი შეშლილი, ქცევის მქონე ადამიანები ბევრგან არიან, ასე რომ, არც აქ ვართ გამონაკლისი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისათვის, მმართველი გუნდი სამგორში, ახალი პარკის გახსნაზე მომხდარ ინციდენტზე და მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს. ოპოზიციურმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რელურად გაირკვა, რომ შეურაცმყოფელი შეძახილების ავტორი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.