II კვარტალში მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა. მიუხედავად თითქმის ყველა სექტორში არსებული მატებისა, კლება დაფიქსირდა ორ მნიშვნელოვან სექტორში: მშენებლობის (-4.8%) და სოფლის მეურნეობის (-3.5%) დარგებში.

საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მეორე კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 6.9% იყო. დარგების მიხედვით თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მატება, თუმცა ორ მნიშვნელოვან სექტორში - მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებაა.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორის ზომამ შეადგინა 1.6 მილიარდი ლარი მიმდინარე ფასებში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - გზების და გვირაბების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლოატაციაში შესვლასთან.
სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა კი მეორე კვარტალში 1.6 მილიარდი ლარი იყო, წლიურ ჭრილში აღნიშნულ სექტორში 3.5%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
#
ეკონომიკური საქმიანობის სახეები
ზრდა/კლება
სექტორის ზომა მეორე კვარტალში მლნ ლარი
1
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის
29.10%
22
2
ტრანსპორტი და დასაწყობება
19.80%
1572
3
ხელოვნება, გართობა და დასვენება
17.40%
1089
4
ინფორმაცია და კომუნიკაცია
16.60%
1892
5
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები
15.00%
1014
6
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები
12.70%
215
7
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები
9.20%
573
8
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
8.50%
1438
9
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
8.00%
3705
10
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები
7.90%
1079
11
დამმუშავებელი მრეწველობა
7.30%
2222
12
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება
7.30%
489
13
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება
6.20%
1620
14
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები
4.90%
2261
15
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა
4.60%
320
16
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები
0.20%
294
17
განათლება
0.00%
1584
18
სხვა სახის მომსახურება
-2.20%
235
19
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
-3.50%
1599
20
მშენებლობა
-4.80%
1611
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…