ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

სექტორები, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა | საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის მეორე კვარტალის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მშპ-მ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო რეალურმა ზრდამ 6.9% შეფასდა. ყველაზე მაღალი ზრდა შინამეურნეობების საქმიანობებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო კლება სამ სექტორში — მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სახის მომსახურებაში აღინიშნა.

სექტორები, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა | საქსტატი
სექტორები, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა | საქსტატიBM.GE

საქსტატმა 2026 წლის მეორე კვარტალის - (აპრილი-ივნისის) ეკონომიკური ზრდის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ-მ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.9% შეადგინა.

საქსტატი ეკონომიკურ პარამეტრებს აღრიცხავს 20 განცალკევებულ სექტორში, რომელთა შორისაც ზრდა ყველაზე მაღალი დაფიქსირდა სექტორში სახელწოდებით - "შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის", სადაც ზრდამ 29% შეადგინა, ხოლო სექტორის ზომა 21.5 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა ეს მთლიანი ეკონომიკის მხოლოდ 0.08% იყო, შესაბამისად მას არც მთლიან ეკონომიკაზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე ხელშესახები გავლენა არ აქვს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პარამეტრით მეორე ადგილზე მყოფ სექტორს, ის არის ტრანსპორტი და დასაწყობება, სადაც ზრდა 19.8%-ს შეადგენდა, ხოლო სექტორის ზომა 1.57 მილიარდი ლარი იყო. მესამე ადგილზეა ზრდის ტემპით ხელოვნება, გართობა და დასვენება, რომელიც აზარტული თამაშების ინდუსტრიასაც მოიცავს, ამ სექტორში ზრდა 17.4% იყო, ხოლო სექტორის ზომა 1.1 მილიარდი ლარი იყო.

საქსტატის თანახმად, სამ სექტორში - მშენებლობაში; სოფლის მეურნეობასა და სხვა სახის მომსახურებაში ზრდის ნაცვლად შემცირება ფიქსირდება.

#

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

ზრდა/კლება

სექტორის ზომა მეორე კვარტალში მლნ ლარი

1

შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის

29.10%

22

2

ტრანსპორტი და დასაწყობება

19.80%

1572

3

ხელოვნება, გართობა და დასვენება

17.40%

1089

4

ინფორმაცია და კომუნიკაცია

16.60%

1892

5

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები

15.00%

1014

6

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები

12.70%

215

7

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

9.20%

573

8

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

8.50%

1438

9

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

8.00%

3705

10

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

7.90%

1079

11

დამმუშავებელი მრეწველობა

7.30%

2222

12

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება

7.30%

489

13

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება

6.20%

1620

14

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

4.90%

2261

15

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა

4.60%

320

16

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები

0.20%

294

17

განათლება

0.00%

1584

18

სხვა სახის მომსახურება

-2.20%

235

19

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

-3.50%

1599

20

მშენებლობა

-4.80%

1611

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.