ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ მგონია, პლენუმის რომელიმე მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისის გადარჩენა შეძლოს - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას "პირველებთან" აფასებს.

არ მგონია, პლენუმის რომელიმე მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისის გადარჩენა შეძლოს - ზურაბიშვილი
არ მგონია, პლენუმის რომელიმე მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისის გადარჩენა შეძლოს - ზურაბიშვილიTV პირველი

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას "პირველებთან" აფასებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეჭვობს, რომ პლენუმის რომელიმე წევრმა, განსხვევებული აზრის დაფიქსირება შეძლოს.

ზურაბიშვილი იხსენებს წლების წინ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას მომხდარ ფაქტსაც, როცა სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

სანამ სასამართლო ფორმალურად მაინც არსებობს, უნდა დავუტოვოთ რაიმე შანსი, რომ საკუთარი თავი გამოაჩინოს. სადაც ადამიანია, ყოველთვის იმედი უნდა იყოს. მათ სახეებს როცა ვუყურებ, ასეთი იმედი არ გამაჩნია. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება იმ პერიოდთან, როცა მიმდინარეობდა ჩემი იმპიჩმენტის პროცესი. როდესაც სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომელიც შევა ისტორიაში. ეს იყო მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისის გადარჩენა. დღეს, სამწუხაროდ, არ მგონია, რომელმე იყოს მათ შორის, რომელიც სასამართლოს სინდისს გადაარჩენს"- თქვა ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გააგრძელებს.

რევაზ ნადარაიას თქმით, მომდევნო კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"დღეს არის დღე სამარცხვინო, საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები