პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დღეს არის დღე სამარცხვინო, საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოსთვის სამარცხვინოა და ქვეყანაში „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ინსტიტუტი აღარ არსებობს.

"დღეს არის დღე სამარცხვინო, საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი
რადიო თავისუფლება

მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არც ერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი."

"თუ ვინმეს შეუძლია რომ დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე ქართული ოცნების ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ" - ამბობს ის და აქვე აკრიტიკებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას "გახარია საქართველოსთვის. ამ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ითხოვდნენ მათი საქმე ცალკე განხილულიყო - მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. სასამართლო განხილვის პარალელურად ამ პარტიის წევრები სოციალურ ქსელებში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ცინიკურ მოსაზრებებს წერდნენ.

"იმ დროს როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს აქ რომელი პოლიტიკურ პარტიას ეხება.

მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამოდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ " - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

5 წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო - სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური"გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი მონა ვარ" - ზურაბიშვილი
  2. ალიაოპოზიციური“გახარიას პარტია გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – სალომე ზურაბიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" არის გადაქცეულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები