საზოგადოება · 24 ოქტომბერი, 20:08
ოკუპირებულ გაგრაში ნაგვის ურნის უკან ჩვილის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ნაგავსაყრელთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარზე დე ფაქტო სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ახალშობილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრუვი მედია ავრცელებს.
ბავშვის ცხედარი 24 ოქტომბერს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ნაგავსაყრელთან იყო დაგდებული.
საქმეზე მარიონიტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…