ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადება

ტელეკომპანია „ფორმულას“ მაყურებელთა ნაწილს მაუწყებლობა შეუწყდა. ტელეარხის განცხადებით, შეფერხება „სტერეო პლუსის“ წინაშე არსებულმა დავალიანებამ გამოიწვია, რის გამოც „ფორმულა“ მაყურებელს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადება
დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადებაBM.GE

ტელეკომპანია "ფორმულას" მაყურებელთა ნაწილს არხის მაუწყებლობა უკვე რამდენიმე დღეა შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, შეფერხების მიზეზი კომპანია "სტერეო პლუსის" წინაშე არსებული დავალიანებაა. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს "ფორმულას" ღია სიგნალით გავრცელებას იმ აუდიტორიისთვის, რომელიც საკაბელო ტელევიზიით არ სარგებლობს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს: "ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.

შექმნილი ვითარების გამო, "ფორმულა" მაყურებელს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: დონაციების ბმული

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. NEWS.GE„ფორმულა": ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხაბეიშვილი: იმის მოხერხება რა გახდა, რომ ოპოზიციური არხი არ გვეთიშებოდეს ტყვეობაში მყოფებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები