პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვიმედოვნებთ, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ” – “ფორმულა”

ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, გაჩენილი ხანძრის შემდეგ იმედოვნებენ, რომ მაუწყებლობის აღდგენას ხვალ საღამოს შეძლებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი ჯერ დადგენილი არ არის.

“ვიმედოვნებთ, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ” – “ფორმულა”
ალია

ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს:

„ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით.

მადლობა, რომ ამ რთულ დროს ჩვენ გვერდით ხართ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციური„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა“ – „ფორმულა“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შენობაში, საიდანაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მაუწყებლობს, ხანძარი ლიკვიდირებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები