გაგა გოგსაძე: მოყვასი მიყარს და ქვეყანა იქცა სანაგვედ
ციხეში გამომწყვდეული და რეჟიმის ჭკუით დაპატიმრებული, დატყვევებული ზვიადი, მზია, ვეფხია, ანდრო, ონისე, პაატა და კიდევ, ათეულობით მაგარი ქართველი რომ არ გადარდებთ, გასაგებია. მოყვასი მიყარს და ქვეყანა იქცა სანაგვედ.
პოეტი გაგა გოგსაძე:
იცით რა მაინტერესებს? ეს მოღალატე რეჟიმი სუნთქვასაც რომ აკრძალავს, მკვდარი ერის დუმილზე ვინ დაწერს? მაყვალა-ქეთინოს ჯართმრითმავთა ჯარი? მას, ვისაც ქვეყნის ძარღვში აქოთებული სისხლის სიმყრალე არ აწუხებს, რა უფლება აქვს, პოეტი, ან ხელოვანი ერქვას? მეგობრისმოღალატე თიკა რუხაძის პოლიტფიასკო ხომ გადაიტანეთ?? ახლა რას შვრებით?
ციხეში გამომწყვდეული და რეჟიმის ჭკუით დაპატიმრებული, დატყვევებული ზვიადი, მზია, ვეფხია, ანდრო, ონისე, პაატა და კიდევ, ათეულობით მაგარი ქართველი რომ არ გადარდებთ, გასაგებია.
მოყვასი მიყარს და ქვეყანა იქცა სანაგვედ.
სახლებს შერცხვებათ
დატოვე სახლი!!!
რა თავში იხლი მშიერ სითბოს, როდესაც გარეთ
ტროტუარები კრიმინალურ საგნებად იქცნენ.
შენ ხარ რეჟიმის ორი თვალი, რომლითაც იგი,
ქვეყნის ხერხემალს ჟანგმოდებულ რკინიგზად ხედავს
და ბოროტების მატარებლით მასზე გუგუნებს.
ერთხელაც შიში, შენს ფანჯრებზე რომ ააკარი
და მუნდირივით მორგებული, მუნჯი სიჩუმე,
ქართველობის ლანდს გერებივით გაგილახავენ.
შენი სინდისი თეატრალურ აფიშას მოჰგავს,
რომელიც წვიმამ დაალბო და სპექტაკლის სახელს
მხოლოდ ბოძი თუ იმახსოვრებს, რამდენიმე დღით.
დატოვე სახლი!!!
რად გინდა სითბო, თუ ციხეში ნიჭი კანკალებს.
შენ ახელ თვალებს და არაფერს არ იმჩნევ ახლა,
ნებაყოფლობით სიბრმავეში გაცხედრებული.
ალბათ არ იცი, ბოროტების ფილტვები რომ ხარ
და იგი დღემდე ჩვილის სუნთქვით რომ სუნთქავს შენით.
გშვენით ეს სიტყვა სიმხდალეში შეხიზნულ კაცებს,
შუაშიზმიდან გამოჩეკილ ჩუმ სისხლისმსმელებს.
თავს გაიმთელებს ეს ქვეყანა სხვათა წამებით,
სახლებს შერცხვებათ და ისინი მიგატოვებენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…