ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში, სწორედ ასე უყურებენ უსამშობლოო მოქალქეები საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის ბიუროკრატებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი გია ჯაფარიძის განცხადებამ, თითქოს საქართველო ევროკავშირის მენიუში აღარ არის, გაიმეორა ევროკომისრების ნარატივი. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს მეორეხარისხოვან ხალხად უყურებს, ხოლო ზოგიერთი მოქალაქის მიზანია საქართველოს ინტერესების ევროკავშირის ბიუროკრატებისთვის მიძღვნა.

შალვა პაპუაშვილი – მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში, სწორედ ასე უყურებენ უსამშობლოო მოქალქეები საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის ბიუროკრატებს
შალვა პაპუაშვილი – მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში, სწორედ ასე უყურებენ უსამშობლოო მოქალქეები საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის ბიუროკრატებსპირველი არხი

ბრიუსელისთვის კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში და ასე უყურებენ საქართველოს უსამშობლო მოქალაქეებიც, მათი მიზანია, როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა ვარკვევდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ გია ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის მენიუში აღარ არის.

პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გია ჯაფარიძემ ამ ფრაზით გაიმეორა ევროკომისრების ნარატივი საქართველოსთან და, ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით.

„ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს. ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რო მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში – თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები იღებენ გადაწყვეტილებას. ამ წამოცდენით მან გაიმეორა ის, რასაც ბოლო პერიოდია, ზოგიერთი ევროკომისრის, მათ შორის მარტა კოსის მხრიდან ვისმენთ. ერთი, რომ კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ, მაგალითად, მაგასთან, ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ.

რაღაცნაირად ჰგონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გყოფნის მოწიფულობა თავად განვსაზღვროთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა. ასევე გაცხადებული იდეა, რომ ახალი წევრები მიღების შემთხვევაშიც იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც არ ექნებათ ვეტოს უფლება, ანუ იქნებიან მენიუში. დღეს ასე უყურებს, ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში და ასე უყურებენ საქართველოს უსამშობლო მოქალაქეებიც. მათი მიზანია, როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა ვარკვევდეთ ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს. ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რო მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში – თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები იღებენ გადაწყვეტილებას. ამ წამოცდენით მან გაიმეორა ის, რასაც ბოლო პერიოდია, ზოგიერთი ევროკომისრის, მათ შორის მარტა კოსის მხრიდან ვისმენთ. ერთი, რომ კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ, მაგალითად, მაგასთან, ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ. რაღაცნაირად ჰგონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გყოფნის მოწიფულობა თავად განვსაზღვროთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა. ასევე გაცხადებული იდეა, რომ ახალი წევრები მიღების შემთხვევაშიც იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც არ ექნებათ ვეტოს უფლება, ანუ იქნებიან მენიუში. დღეს ასე უყურებს, ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში და ასე უყურებენ საქართველოს უსამშობლო მოქალაქეებიც. მათი მიზანია, როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა ვარკვევდეთ ჩვენ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.