ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

GCCA-მ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა და მოსახლეობას ახალი პორტალი ekalata.gov.ge გააცნო, რომლის მიზანიც სავაჭრო ქსელებში ფასების შედარება და დანაზოგის გაკეთებაა.

GCCA-მ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
GCCA-მ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართაიმედინიუსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტარიელ გიორგაძემ 22-23 ოქტომბერს აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

სააგენტოს ინფორმაციით, ტარიელ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს GCCA-ის საქმიანობა, მისი მანდატი და უფლებამოსილებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. მან განიხილა მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობები.

პრეზენტაციის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა.

დამსწრეებს GCCA-ის წარმომადგენელმა დეტალურად გააცნო პორტალის მუშაობის პრინციპი, პრაქტიკულობა და მიზანი - ფინანსური დანაზოგის გასაკეთებლად, მომხმარებელმა შეძლოს ერთიან ელექტრონულ სივრცეში საბაზისო სასურსათო და არასასურსათო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, კერძოდ, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების გამარტივებულად შედარება და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამასთან, პორტალი ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები GCCA-ს მიერ ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილია.

შეხვედრები მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი ლექვინაძემ ადიგენში ადგილობრივ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები