პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“შენ რა მაგალითიც მიეცი საზოგადოებას, ზუსტად იგივეს გამო ჟურნალისტი არ უნდა დაიჭირო” – ზვიად ტომარაძე

ქართული ოცნება

ზვიად ტომარაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტის სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავება მიუღებელია, როდესაც თავად ხელისუფლება წარსულში მტკიცებულებების გარეშე აცხადებდა, რომ სააკაშვილმა გარეჯი 70-80 მილიონად გაყიდა.

“შენ რა მაგალითიც მიეცი საზოგადოებას, ზუსტად იგივეს გამო ჟურნალისტი არ უნდა დაიჭირო” – ზვიად ტომარაძე
ალია

ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” ლიდერი, ზვიად ტომარაძე:

2020 წლის არჩევნების წინ ხელისუფლება ამბობდა, რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი 70-80 მილიონად, თან ისე რომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

და თუ ჟურნალისტის რესპოდენტი ამბობდა იგივეს, ოღონდ ამჯერად ამ ხელისუფლებაზე, ამისთვის ჟურნალისტს იჭერ, თან სამშობლოს ღალატის მუხლით?

ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალს” დიდი წვლილი მიუძღვის ოცნების ხელისუფლებაში მოყვანაში. მესმის, რომ ტერიტორიების გაყიდვა მძიმე ბრალდებაა და ამისთვის მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ შენ რა მაგალითიც მიეცი საზოგადოებას, ზუსტად იგივეს გამო ჟურნალისტი არ უნდა დაიჭირო, მითუმეტეს სამშობლოს ღალატის მუხლით!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“2020 წელს ქოცების მთავრობა ივივეს არ აბრალებდა სააკააშვილს? მთელი მათი პროპაგანდა იგივე ბრალდებაზე არ იყო აგებული?” – მერაბ მეტრეველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები