“2020 წელს ქოცების მთავრობა ივივეს არ აბრალებდა სააკააშვილს? მთელი მათი პროპაგანდა იგივე ბრალდებაზე არ იყო აგებული?” – მერაბ მეტრეველი
მერაბ მეტრეველის ცნობით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ირაკლი კობახიძისთვის დავით გარეჯის გადაცემის დაბრალების გამო სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, რასაც ის ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტად აფასებს.

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
ქოცებმა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დაიჭირეს.
დიტო ჩუბინიძეს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი საბოტაჟის მეშვეობით.
და არ იკითხავთ, რაში გამოიხატა საბოტაჟი?
ირაკლი კობახიძეს დააბრალა, რომ დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს გადასცა ეს კი ტყუილია, რადგან სადემარკაციო კომისიის დამტკიცების და მერე პარლამენტის რაგიტიფიცირების გარეშე ამას ვერავინ იზამსო.
მოიცა და 2020 წელს თავად მთელი ქოცების მთავრობა ივივეს არ აბრალებდა სააკააშვილს? მთელი მათი პროპაგანდა იგივე ბრალდებაზე არ იყო აგებული? მაშინ წარმოადგინეს სადმე მსგავსი შეთანხმება ან პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი?
თუ მხოლოდ იმას გაიძახდნენ, ზეპირი შეთანხმება მოხდა მიშასა და ილჰამს შორისო? ჰოდა ამ ლოგიკით, ირაკლისა და ილჰამს შორის რატომ ვერ მოხდებოდა ზეპირი შეთანხმება?
არც “ასავალ-დასავალის’ გულშემატკივარი ვარ და არც მიშასი, მაგრამ ეს თუ არაა ორმაგი სტანდარტი, სხვა აბა სხვა რაღაა?
ან ეს რა სტანდარტია – ირაკლი კობახიძისთვის თუნდაც ტყუილის დაბრალება სამშობლოს ღალატად რომ ითვლება?
ამ სიგიჟის მოსაფიქრებლად დიდხანს იფიქრეთ ქოცებმა?
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…