ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე უკვე 1 300-ზე მეტი ნერგი დარგეს - ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი მცენარის დარგვა იგეგმება

პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე 1 300-ზე მეტი ნერგი დარგეს, სულ კი ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი მცენარის დარგვა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული აქცია თბილისსა და ათივე რეგიონში მიმდინარეობს.

პირველი ნერგი და პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისთვის - პირველკლასელებმა ნერგები ბორჯომის სანაპიროს სკვერში დარგეს. გამწვანების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ნერგები დარგეს რაჭაშიც. გამწვანების ღონისძიებები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა და მხოლოდ დღეს, 340-ზე მეტი მცენარე დაირგო. ინიციატივის მიზანია, მომავალმა თაობამ ადრეულ ასაკში გააცნობიეროს საკუთარი როლი გარემოს გაუმჯობესებაში.

ნერგების დარგვის პარალელურად მოსწავლეები შემეცნებით აქტივობებშიც მონაწილეობენ. კასპში სპეციალური ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო, რომლის მთავარი თემა ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა იყო. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტებიც.

საცხოვრებელი უბნები, სკოლების ეზოები და რეკრეაციული ზონები - კონკრეტული ადგილები სადაც ნერგები დაირგვება ინტერაქტიურ რუკაზე მოინიშნება. ვებპლატფორმაზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია მცენარეების მოვლის წესების შესახებ.

პროგრამის ამოქმედებიდან მეორე დღეს, უკვე 1 300-ზე მეტი ნერგი დაირგო. აქცენტი იშვიათ და ადგილობრივ სახეობებზე კეთდება - მათ შორის კოლხურ ბზაზე, ქართულ მუხასა და კავკასიურ ფიჭვზე. ქვეყნის მასშტაბით 41 ათასზე მეტი მცენარის დარგვა იგეგმება.

პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. გამწვანების ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის ათივე რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ახალციხეში პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები