ირაკლი ქადაგიშვილი: „დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა“
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით რეალური აღქმა არ გააჩნია და ფსონი აქვს გაკეთებული მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა და რომლის მიზანიც რუსეთთან ტოტალური დაპირისპირებაა.

„მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნები სულ სხვაა.
„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ პარტიებს და მათ პარტნიორებს ისე აქვთ საქმე, რომ საქართველოში ლეგალური შეხვედრის სურვილიც კი აღარ გააჩნიათ. სადღაც კონსპირაციულად მიდიან, შემდეგ ეს ხდება ცნობილი და ათასგვარი ჭორ-მართალის საბაბი ხდება. ეს ის რეალობაა, რაც თავად და მათმა პატრონებმა შექმნეს. იმის გარჩევა, გაერთიანებას სააკაშვილის გარშემო ურჩევდნენ თუ მის გარეშე, არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით რეალური აღქმა არ გააჩნია, თორემ საქართველოს მიმართ მათი მიზნები მანკიერი იყო.
ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელიც მრავალ დანაშაულშია მხილებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა. მათთვის დემოკრატიული პროცესები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გეოპოლიტიკური არეულობის დროს ისე მოიქცევა, როგორც ეტყვიან – ტოტალური დაპირისპირება რუსეთთან, რაც საქართველოსთვის დამაგრეველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება“
„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ პარტიებს და მათ პარტნიორებს ისე აქვთ საქმე, რომ საქართველოში ლეგალური შეხვედრის სურვილიც კი აღარ გააჩნიათ. სადღაც კონსპირაციულად მიდიან, შემდეგ ეს ხდება ცნობილი და ათასგვარი ჭორ-მართალის საბაბი ხდება. ეს ის რეალობაა, რაც თავად და მათმა პატრონებმა შექმნეს. იმის გარჩევა, გაერთიანებას სააკაშვილის გარშემო ურჩევდნენ თუ მის გარეშე, არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით რეალური აღქმა არ გააჩნია, თორემ საქართველოს მიმართ მათი მიზნები მანკიერი იყო. ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელიც მრავალ დანაშაულშია მხილებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა. მათთვის დემოკრატიული პროცესები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გეოპოლიტიკური არეულობის დროს ისე მოიქცევა, როგორც ეტყვიან – ტოტალური დაპირისპირება რუსეთთან, რაც საქართველოსთვის დამაგრეველი იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…