ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი: „მსოფლიოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დაანახა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში განვითარების სწორ გზას ინარჩუნებს“

ქართული ოცნება

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლური ელიტები საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და ომში ჩართვას ითხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ 2024 წლის არჩევნების შედეგები არ ცნეს და ოპოზიციას პროტესტისკენ მოუწოდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი: „მსოფლიოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დაანახა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში განვითარების სწორ გზას ინარჩუნებს“
ირაკლი ქადაგიშვილი: „მსოფლიოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დაანახა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში განვითარების სწორ გზას ინარჩუნებს“POSTV

„მსოფლიოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დაანახა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში განვითარების სწორ გზას ინარჩუნებს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რუსეთ-უკრაინის ომზე თუ ვისაუბრებთ – ეს ომი არ არის მხოლოდ ის, რომ რუსეთმა რაღაც მიწა შემოიერთა (ეს ამ ომის მხოლოდ ერთი კომპონენტია), ეს უფრო გლობალური პროცესია. თუნდაც მარტო უკრაინის ჭრილში რომ შეხედო, ეს ქვეყანა ხალხს კარგავს, ტერიტორიას კარგავს, უდიდეს მრეწველობას კარგავს. მაგრამ როდესაც ტრამპის მოსვლის შემდეგ თითქოსდა ამერიკის რიტორიკა შეიცვალა და მან მკვეთრად თქვა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა დავამყაროთ მშვიდობაო, ევროპაში თითქოს ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყვნენ ამით დაინტერესებულნი და ამერიკის ხმას აყოლოდნენ. თუმცა სწორედ იმაშია საქმე, რომ აქ გლობალურ ძალთა ბრძოლა მიმდინარეობს და ევროპაში იყვნენ და არიან ის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც სწორედ ამ ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონების პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან წინ წამოწეულნი და უკვე ათეული წელია, დომინანტები არიან ევროპულ პოლიტიკასა და იდეოლოგიაში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მათთვის ეს ომი ეგზისტენციალურ ხასიათს იღებს და ამ ომის ტრამპისეული ხედვით დამთავრება მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური მარცხი იქნება. ამიტომ ისინი მუდმივად ავითარებენ თეზისს, რომ უკრაინის შემდეგ შემდეგი ევროპა იქნება და, შესაბამისად, ეს ომი ასე არ უნდა დამთავრდეს.

აქედან მოვდივართ საქართველოში. რადგან მათ ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თავიდანვე ისეთი სურვილი ჰქონდათ და ეგონათ (მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლების სათავეში), რომ საქართველოზე ზეწოლას მოახდენდნენ: 2022 წელს საქართველო სანქციებსაც დაუწესებდა რუსეთს, მთავრობა ოფიციალურად გააგზავნიდა უკრაინაში მოხალისეებს, მერე იარაღსაც მიაწვდიდა და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდ კონფრონტაციაში შევიდოდით. ამაზე უარი რომ მიიღეს, ჩათვალეს, რომ ამ მთავრობასთანაც კონფრონტაციულ რეჟიმში მოუწევდათ საქმის გაგრძელება. ამიტომ, როდესაც 2024 წლის არჩევნები ჩატარდა, მათი ქმედებები სწორედ იმ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ნარატივზე აიგო – არ ცნეს არჩევნების შედეგები (კი ვერ გააუქმეს, მაგრამ არც მიიღეს) და ოპოზიციას პროტესტისა და ძალადობისკენ მოუწოდეს.

ახლა ეს ოპოზიცია კიდევ რომ ამბობს, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეგვიფერხდაო და ა.შ. – მათ მინდა მივმართო: თქვენ რომ პარლამენტში შემოსულიყავით, კონკურენცია-თანამშრომლობის დემოკრატიული პროცესი გაშლილიყო და მერე ადგილობრივ თვითმმართველობაშიც მიგეღოთ მონაწილეობა, ეს ხომ ჩაითვლებოდა პატიოსანი ევროპელების მხრიდან იმის დასტურად, რომ ეს არის კარგად შემდგარი ელექტორალური დემოკრატია? ასე რომ, ეს ყველაფერი, თითქოს მათ დემოკრატია და დემოკრატიული პროცესი უნდათ, არის ასე ვთქვათ აბრა, რომლის უკანაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი საქმეები კეთდებოდა და კეთდება. ამიტომ ჩვენ, საქართველოსა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ვისწავლეთ აბრის იქით რეალური სურათის დანახვა და, რაღა თქმა უნდა, მოსახლეობამაც ისწავლა ამის დანახვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსოფლიოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დაანახა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში განვითარების სწორ გზას ინარჩუნებს“
ირაკლი ქადაგიშვილი
„რუსეთ-უკრაინის ომზე თუ ვისაუბრებთ – ეს ომი არ არის მხოლოდ ის, რომ რუსეთმა რაღაც მიწა შემოიერთა (ეს ამ ომის მხოლოდ ერთი კომპონენტია), ეს უფრო გლობალური პროცესია. თუნდაც მარტო უკრაინის ჭრილში რომ შეხედო, ეს ქვეყანა ხალხს კარგავს, ტერიტორიას კარგავს, უდიდეს მრეწველობას კარგავს. მაგრამ როდესაც ტრამპის მოსვლის შემდეგ თითქოსდა ამერიკის რიტორიკა შეიცვალა და მან მკვეთრად თქვა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა დავამყაროთ მშვიდობაო, ევროპაში თითქოს ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყვნენ ამით დაინტერესებულნი და ამერიკის ხმას აყოლოდნენ. თუმცა სწორედ იმაშია საქმე, რომ აქ გლობალურ ძალთა ბრძოლა მიმდინარეობს და ევროპაში იყვნენ და არიან ის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც სწორედ ამ ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონების პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან წინ წამოწეულნი და უკვე ათეული წელია, დომინანტები არიან ევროპულ პოლიტიკასა და იდეოლოგიაში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მათთვის ეს ომი ეგზისტენციალურ ხასიათს იღებს და ამ ომის ტრამპისეული ხედვით დამთავრება მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური მარცხი იქნება. ამიტომ ისინი მუდმივად ავითარებენ თეზისს, რომ უკრაინის შემდეგ შემდეგი ევროპა იქნება და, შესაბამისად, ეს ომი ასე არ უნდა დამთავრდეს. აქედან მოვდივართ საქართველოში. რადგან მათ ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თავიდანვე ისეთი სურვილი ჰქონდათ და ეგონათ (მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლების სათავეში), რომ საქართველოზე ზეწოლას მოახდენდნენ: 2022 წელს საქართველო სანქციებსაც დაუწესებდა რუსეთს, მთავრობა ოფიციალურად გააგზავნიდა უკრაინაში მოხალისეებს, მერე იარაღსაც მიაწვდიდა და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდ კონფრონტაციაში შევიდოდით. ამაზე უარი რომ მიიღეს, ჩათვალეს, რომ ამ მთავრობასთანაც კონფრონტაციულ რეჟიმში მოუწევდათ საქმის გაგრძელება. ამიტომ, როდესაც 2024 წლის არჩევნები ჩატარდა, მათი ქმედებები სწორედ იმ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ნარატივზე აიგო – არ ცნეს არჩევნების შედეგები (კი ვერ გააუქმეს, მაგრამ არც მიიღეს) და ოპოზიციას პროტესტისა და ძალადობისკენ მოუწოდეს. ახლა ეს ოპოზიცია კიდევ რომ ამბობს, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეგვიფერხდაო და ა.შ. – მათ მინდა მივმართო: თქვენ რომ პარლამენტში შემოსულიყავით, კონკურენცია-თანამშრომლობის დემოკრატიული პროცესი გაშლილიყო და მერე ადგილობრივ თვითმმართველობაშიც მიგეღოთ მონაწილეობა, ეს ხომ ჩაითვლებოდა პატიოსანი ევროპელების მხრიდან იმის დასტურად, რომ ეს არის კარგად შემდგარი ელექტორალური დემოკრატია? ასე რომ, ეს ყველაფერი, თითქოს მათ დემოკრატია და დემოკრატიული პროცესი უნდათ, არის ასე ვთქვათ აბრა, რომლის უკანაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი საქმეები კეთდებოდა და კეთდება. ამიტომ ჩვენ, საქართველოსა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ვისწავლეთ აბრის იქით რეალური სურათის დანახვა და, რაღა თქმა უნდა, მოსახლეობამაც ისწავლა ამის დანახვა“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები