პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელოს“ ლიდერების განცხადებები ტელევიზიებშიც მოგვისმენია, ყველასთვის ნათელია, მათი დამკვეთების ამოცანა იყო, საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთი ხაზი ყოფილიყო

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ლელოსა“ და მისი დამკვეთების ამოცანა იყო, საქართველო რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების ფრონტი გამხდარიყო.

ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელოს“ ლიდერების განცხადებები ტელევიზიებშიც მოგვისმენია, ყველასთვის ნათელია, მათი დამკვეთების ამოცანა იყო, საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთი ხაზი ყოფილიყო
პირველი არხი

„ლელოს“ ლიდერთა განცხადებები ტელევიზიებშიც მოგვისმენია, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში უარყოფენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ითხოვდნენ საქართველოდან მოხალისეთა გაგზავნას, რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების შემოღებას.

„ყველასთვის ნათელია, მათი და მათი საგარეო დამკვეთების ამოცანა იყო, ომის დაწყებისთანავე, საქართველო რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ერთ-ერთი ხაზი, ფრონტი უნდა გამხდარიყო. ეს იყო დავალება, რომელიც მიიღეს და ყველანაირი გზით განხორციელებას ცდილობენ. ბოლო საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამა ნახეთ, სადაც პირდაპირ წერია – სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ. ეს პროგრამაში უწერიათ და მეტი რაღა განცხადებაა საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელო" გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტკინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ძალიან ცდება - რატი იონათამიშვილი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები