პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყანაში დასაყრდენი არ გააჩნია, მხოლოდ უცხოეთზეა დამოკიდებული და დასავლელ პარტნიორებს სამართლიანი სასამართლოსგან თავის დასაღწევად დახმარებას სთხოვს.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია
პირველი არხი

ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია – ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, ეს არის მათთან შეხვედრის მთელი შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია დასავლელ პატრონებს და მფარველებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ხედავენ, რომ სამართალმა შეიძლება, მათ კარებზეც მიაკაკუნოს. თავის დასავლელ პატრონებს და მფარველებს ეუბნებიან – გვიშველეთ, ამ ქვეყანას რაღაც დამართეთ, თორემ სამართალმა შეიძლება, იზეიმოს საქართველოშიო. მთელ პერიპეტიებს ვუყურებდით, დაწყებული არჩევნებით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით დასრულებული, რა დამართეს ქვეყანას. ეს ყველაფერი დასავლეთიდან ორკესტრირებული ჩარევით და მართვით ხდებოდა. ამიტომ, კვლავ იმის იმედი აქვთ – „რაღაც დამართეთ ამ ქვეყანას, იქნებ რამენაირად თავი დავიძვრინოთ სამართლიანი სასამართლოსგანო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციას არანაირი დასაყრდენი ქვეყნის შიგნით არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ? - ირაკლი ქადაგიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები