ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე გახარიას პარტიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა; ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სასამართლომ რეგლამენტი დაარღვია და პროცესზე ბიძინა ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა მოითხოვა.

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“ბათუმელები

23 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე“ სხდომა გახარიას პარტიის შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა.

წინა ორი დღე სასამართლომ სხვა ოპოზიციური ძალების 11 შუამდგომლობა განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა. ისევ გაუგებარია: კონკრეტულად რის საფუძველზე ითხოვს ამა თუ იმ პარტიის აკრძალვას „ოცნება“. მეტიც, ეს გაურკვეველია მოსამართლე ევა გოცირიძისთვისაც, რომელმაც „ოცნებას“ მოსთხოვა დაკონკრეტება, ვისთან რა „სამდურავი“ გაქვთო.

დღევანდელ სხდომაზე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სხდომის გადადება მოითხოვა – მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა არ მისცეს. ოპოზიციის გაუქმების მოთხოვნით „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 13 ოქტომბერს მიიღო არსებითად განსახილველად, განხილვები კი, 21 ოქტომბერს დაიწყო.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის საფუძველზე შეეძლო შეემცირებინა კონკრეტულ შემთხვევაში ერთთვიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად, თუმცა ბერდია სიჭინავა – „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მიუთითებს, რომ სასამართლოს ეს ვადა არ შეუმცირებია და არ უთქვამს, რომ მაგალითად, პარტიებს 1 კვირაში უნდა წარმოედგინათ შესაგებელი.

„ეს არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ კი, ევროკონვენციით დაცული უფლებაცაა.

შუამდგომლობის საპასუხოდ „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა „არ აფერხებს პროცესს“ და, მაგალითად, პარლამენტი, რომელიც ხშირად მოპასუხე მხარეა საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაგებლის წარმოდგენის უფლებით სხვა საქმეებზე არც კი სარგებლობს.

ბერდია სიჭინავა „ოცნების“ დეპუტატს მიუბრუნდა და უთხრა, რომ შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადა უნდა ამოიწუროს: იქნებ მხარეს სურს წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი პასუხი?

პლენუმი ამ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სათათბირო ოთახში გავიდა, ანუ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ადგილზე აღარ უთათბირიათ.

დაახლოებით ნახევარი საათი პლენუმს დასჭირდა იმისთვის, რომ ეთქვა, რაც მანამდე გვითხრა არჩილ გორდულაძემ: შესაგებლის წარმოუდგენლობა „არ აფერხებს საქმის განხილვასო“.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს რევაზ ნადარაიამ, პლენუმის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გახარიას პარტია საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

რევაზ ნადარაიამ სიამაყით გამოაცხადა ისიც, რომ „პლენუმი ერთსულოვანი იყო“, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ მოსამართლეების პოზიციები ურთიერთგამომრიცხავია: მაგალითად, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა თქვა: „საქმის განხილვა როცა იწყება, მერე აღარ ხდება შესაგებლის წარმოდგენა“, მოსამართლე ევა გოცირიძემ კი, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს უთხრა, პროცესი გრძელდება და ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი წერილობითი მოსაზრება შემოიტანოთო.

„სასამართლო მას გაეცნობა, ნუ შეშინდებით ამით… თქვენ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ კარგად მომზადებული ხართ,“ – განაცხადა ევა გოცირიძემ და მხარეს მიანიშნა, რომ სარჩელი ოპოზიციის გაუქმებაზე „ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.

მნიშვნელოვანია, რომ გახარიას პარტია სარჩელის ბოლო ვერსიაში დაამატა „ოცნებამ“ იმ პარტიების ჩამონათვალს, რომლის აკრძალვასაც ითხოვს.

„სარჩელი რა ვალდებული ვარ, რომ წარმოებაში მიუღებელი დამემუშავებინა?“ – იკითხა ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მოსამართლეებმა ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

„სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეთ 13 ოქტომბერს, თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერ დროს, ამ 1 თვის ვადაში, შემიძლია წარმოვადგინო შესაგებელი, მაგალითად, წარმოვადგინე 29-ე დღეს და თქვენ ამ დროს უკვე მიღებული გაქვთ საბოლოო გადაწყვეტილება, ამით ჩემი უფლება არ დაირღვევა?“ – მოსამართლეებს ამჯერად ანი ბუჩუკურმა დაუსვა შეკითხვა, ის პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„არა,“ – პლენუმის თავმჯდომარის ხმას კატეგორიულობა დაეტყო.

„გასაგებია,“ – მხოლოდ ამის თქმა ჩათვალა საჭიროდ ბუჩუკურმა.

„გადაწყვეტილია უკვე ეს საკითხი,“ – დისკუსიის ამოწურვა ამჯობინა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

„რვათვიანი ვადა ფაქტობრივად მოგვპარა სასამართლომ და ჩაიდო ჯიბეში იმიტომ, რომ ეჩქარებათ ამ პროცესის დამთავრება… პლენუმმა ამ გადაწყვეტილებით პლენუმის მიერ მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში,“ – გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ ბერდია სიჭინავამ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

იგი მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში არ წყდება პარტიების აკრძალვის საკითხი“ და ამ ეტაპზე არც ერთმა მოსამართლემ არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. „ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა,“ – ამბობს ბერდია სიჭინავა.

გახარიას პარტიამ დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილიდან დაწყებული, მდინარაძით დასრულებული – „ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების სასამართლოში წარმოდგენაც მოითხოვა, იმ ადამიანების, რომლებიც 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ გახარიაზე „გამიჯნული კი არა, გამიჯნურებულები იყვნენ“. ეს ფრაზა ახსენა ბერდია სიჭინავამ სხდომაზეც, რის გამოც დარბაზში გაეცინათ.

„რატომ უნდა გადადგეს გახარია, მაგარი კაციაო, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ამას,“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიუბრუნდა ბერდია სიჭინავა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მან ივანიშვილის და მისი დაჯგუფების სხვა წევრების კონკრეტული განცხადებები გაიხსენა, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ და გახარიას პრემიერად დანიშნეს და ადიდებდნენ.

სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებსა და დოკუმენტებზეც, სადაც ჩორჩანას ეპიზოდში „ოცნებიდან“ არავინ გამიჯვნია გახარიას.

„გამოდის, რომ „ოცნებას“ თვითლიკვიდაციის განცხადება უნდა გაეკეთებინა,“ – ირონია დაეტყო ბერდია სიჭინავას და ისევ „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა.

გახარიას პარტიის წარმომადგენლის თქმით, „ოცნების“ სარჩელში მითითებულია, რომ გახარიას პარტია არ გაემიჯნა გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას.

„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც ორჯერ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და არ გამიჯვნია არც ჩორჩანის საგუშაგოს და არც 20 ივნისს.

ბატონი კახა კალაძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იყო და არ გამიჯვნია ამ საკითხებს.

ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც, ერთ-ერთი ავტორიც კი იყო 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რომლის შემდეგაც გიორგი გახარია წარდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა…“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

„ძალიან კარგად გაგიგიათ, რაც მოგემართებათ,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა ნათქვამი პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას.

ბერდია სიჭინავამ მოსამართლეს უთხრა, რომ სარჩელში საძებარია, ვის რას ედავებიან და კონკრეტული აღწერა არ გვხვდება. ბერდია სიჭინავამ აქვე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა – მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა 22 ოქტომბრის სხდომაზე თქვა, რომ „ოცნების“ სარჩელში ყველაფერი გასაგებიაო.

პლენუმმა არც მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაბარებას, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ბოლო, ანუ რიგით მე-14 შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას პლენუმი ორშაბათს გამოაცხადებს, როცა სასამართლოს სხდომები განახლდება.

თუ პლენუმი ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წარმოდგენის შესახებ ბოლო, მე-14 შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, გამოდის, რომ სასამართლოს გამოსაკითხი არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომელიმე გარემოებას, რის გამოც „ოცნება“ ქვეყანაში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს. თავად „ოცნება“ მოწმეების წარმოდგენას არ ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს“
ბერდია სიჭინავა
„არ აფერხებს პროცესს“
არჩილ გორდულაძე
„პლენუმი ერთსულოვანი იყო“
რევაზ ნადარაია
„საქმის განხილვა როცა იწყება, მერე აღარ ხდება შესაგებლის წარმოდგენა“
ვასილ როინიშვილი
„სასამართლო მას გაეცნობა, ნუ შეშინდებით ამით… თქვენ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ კარგად მომზადებული ხართ,“
ევა გოცირიძე
„სარჩელი რა ვალდებული ვარ, რომ წარმოებაში მიუღებელი დამემუშავებინა?“
ნიკა გვარამია
„სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეთ 13 ოქტომბერს, თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერ დროს, ამ 1 თვის ვადაში, შემიძლია წარმოვადგინო შესაგებელი, მაგალითად, წარმოვადგინე 29-ე დღეს და თქვენ ამ დროს უკვე მიღებული გაქვთ საბოლოო გადაწყვეტილება, ამით ჩემი უფლება არ დაირღვევა?“
ანი ბუჩუკური
„გადაწყვეტილია უკვე ეს საკითხი,“
რევაზ ნადარაია
„რვათვიანი ვადა ფაქტობრივად მოგვპარა სასამართლომ და ჩაიდო ჯიბეში იმიტომ, რომ ეჩქარებათ ამ პროცესის დამთავრება… პლენუმმა ამ გადაწყვეტილებით პლენუმის მიერ მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში,“
ბერდია სიჭინავა
„ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა,“
ბერდია სიჭინავა
„რატომ უნდა გადადგეს გახარია, მაგარი კაციაო, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ამას,“
ბერდია სიჭინავა
„გამოდის, რომ „ოცნებას“ თვითლიკვიდაციის განცხადება უნდა გაეკეთებინა,“
ბერდია სიჭინავა
„ძალიან კარგად გაგიგიათ, რაც მოგემართებათ,“
რევაზ ნადარაია
„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც ორჯერ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და არ გამიჯვნია არც ჩორჩანის საგუშაგოს და არც 20 ივნისს. ბატონი კახა კალაძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იყო და არ გამიჯვნია ამ საკითხებს. ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც, ერთ-ერთი ავტორიც კი იყო 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რომლის შემდეგაც გიორგი გახარია წარდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა…“
ბერდია სიჭინავა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა - მიმდინარე პროცესით საკონსტიტუციო სასამართლომ თავისივე რეგლამენტი დახია - ეს იქნება ფორსირებული რეჟიმით განხილული საკითხი და ემსახურება განსხვავებული აზრის აკრძალვას და ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები