პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე; მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ეს ოპოზიციის მე-12 შუამდგომლობა იყო, რომელთაგან სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა.

პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა პროცესის 13 ნოემბრამდე გადადების თაობაზე.

პლენუმმა კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად 13 ოქტომბერს მიიღო, პირველი სხდომა კი 21 ოქტომბერს ჩაინიშნა. რეგლამენტით, მხარეს წერილობითი შესაგებლის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. გახარიას პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ბოლოს დაემატა, აცხადებს, რომ ეს გონივრული ვადა არ მიეცა და პროცესის ერთი თვით (13 ოქტომბრიდან) გადადება მოითხოვა.

შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

პლენუმმა, რევაზ ნადარაიას თავმჯდომარეობით, ითათბირა და ერთხმად გადაწყვიტა, გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე არ დაეკმაყოფილებინა. როგორც ნადარაიამ განმარტა, მხარეს არ აქვს შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტს ამისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. ამასთან, მისი შესაგებლის წარმოუდგენლობა პროცესს არ აფერხებს. ნადარაიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ გახარიას პარტია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არცერთი დაკმაყოფილებულა.

პოსტი Facebook-ზე
ნახვა Facebook-ზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოოპოზიციისთვის რიგით მე-9 და გახარიას პარტიისთვის მეორე უარი შუამდგომლობაზე - რას ითხოვდა ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან და რაზე ეთქვათ მათ უარი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებას ითხოვს - პარტიის განცხადებით, მათ შემთხვევაში „შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა“ დარღვეულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები