მოლოდინებს ნამდვილად არ ვიქმნით პროცესიდან, არც იმის იმედი გვაქვს, რომ ბათუმში რაიმე შეიძლება გადაწყდეს - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა ორშაბათიდან განახლდება. „ლელოს“ წევრ გიორგი სიორიძის განცხადებით, არ აქვთ იმედი, რომ ბათუმში რაიმე შეიძლება გადაწყდეს, რადგან „ეს ყველაფერი წყდება სულ სხვაგან“.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ორშაბათიდან განახლდება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა და სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ბათუმში გამართული სამდღიანი პროცესი მხარეებმა შეაფასეს. პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, იმის იმედი არ აქვთ, რომ ბათუმში რაიმე შეიძლება გადაწყდეს.
"მოლოდინებს ნამდვილად არ ვიქმნით პროცესიდან, არც იმის იმედი გვაქვს, რომ ბათუმში რაიმე შეიძლება გადაწყდეს. ეს ყველაფერი წყდება სულ სხვაგან. კონკრეტული გრაფიკი როგორი იქნება ამ პროცესების, ეს რთული სათქმელია. თავიდან სამი სხდომა ჩანიშნეს, შემდეგ მომდევნო კვირას, ყოველდღე პროცესები არის ჩანიშნული. გაჟღერდა ისიც, რომ კიდევ ბევრი პროცესი შეიძლება იყოს. ეს უბრალოდ დროის ამბავია და ამაზე რაღაც პროგნოზის გაკეთება არც მნიშვნელოვანია და არც სერიოზული იქნება ჩემი მხრიდან", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სარჩელის ავტორების განცხადებით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობებით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…