ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე – ეს სასამართლო პროცესი პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას, საფრთხე დგება, დაკანონდეს ერთპარტიული დიქტატურა

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი სიორიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე მილიონი ადამიანისთვის არჩევანის წართმევას და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონებას ნიშნავს. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, სარჩელი სტრასბურგში გაეგზავნათ.

გიორგი სიორიძე – ეს სასამართლო პროცესი პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას, საფრთხე დგება, დაკანონდეს ერთპარტიული დიქტატურა
გიორგი სიორიძე – ეს სასამართლო პროცესი პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას, საფრთხე დგება, დაკანონდეს ერთპარტიული დიქტატურაპირველი არხი

პრეცედენტი, რომ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია ერთ სასამართლო პროცესში, ერთ დავაში, ერთ სარჩელში გაერთიანებული ყოფილიყოს, მსოფლიოს არ ახსოვს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა დაკანონდეს.

„პრეცედენტი, რომ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია ერთ სასამართლო პროცესში, ერთ დავაში, ერთ სარჩელში გაერთიანებული ყოფილიყოს, მსოფლიოს არ ახსოვს. არცერთი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლოს პრაქტიკა არ იცნობს ამას და არც საერთაშორისო სასამართლოების. მით უმეტეს პრეცედენტული არის ჩვენი ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის რეალურად წართმევას, საფრთხე დგება, პრაქტიკულად ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების.

არც საკანონმდებლო ჩარჩო არის პროცედურულად ისე დეტალურად გაწერილი და არც ის სტანდარტები, რომელიც არსებობს ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაში და არც საერთაშორისო სტანდარტები არ არის აქ დაკმაყოფილებული. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, კონსულტაციისთვის მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ეს არ დააკმაყოფილა“, – განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეცედენტი, რომ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია ერთ სასამართლო პროცესში, ერთ დავაში, ერთ სარჩელში გაერთიანებული ყოფილიყოს, მსოფლიოს არ ახსოვს. არცერთი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლოს პრაქტიკა არ იცნობს ამას და არც საერთაშორისო სასამართლოების. მით უმეტეს პრეცედენტული არის ჩვენი ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის რეალურად წართმევას, საფრთხე დგება, პრაქტიკულად ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების. არც საკანონმდებლო ჩარჩო არის პროცედურულად ისე დეტალურად გაწერილი და არც ის სტანდარტები, რომელიც არსებობს ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაში და არც საერთაშორისო სტანდარტები არ არის აქ დაკმაყოფილებული. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, კონსულტაციისთვის მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ეს არ დააკმაყოფილა“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები