ისტორიული პროცესი და განხილვები საკონსტიტუციო სასამართლოში - ვინ რა არგუმენტებით ჩავა ბათუმში? - 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა ორშაბათიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა ორშაბათიდან განახლდება. მმართველი გუნდი მათ ქვეყნის ღალატსა და უცხოური ძალების დავალებით აგენტურულ საქმიანობაში ადანაშაულებს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, საკუთარი შინაარსით, ისტორიული პროცესი ასაკრძალი პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების ლუსტრაციას ახდენს.
უცხოური ძალების მითითებით, აგენტურული საქმიანობა, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ქვეყნის ინტერესების დაზიანება - სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ფედერალისტები", "ახალი" და გახარიას პარტია, წარსულშიც და ახლაც, მხოლოდ ქვეყნის ღალატით არიან დაკავებულები და მათი პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აუცილებელია. მმართველი გუნდის ოპონენტები ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
ოპონენტების პოზიცია, თავის მართლების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის, სადაც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი გახადა, როგორ უშედეგოდ ცდილობენ საკუთარი წარსულისგან გამიჯვნას დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები. სარჩელის ავტორების განცხადებით, ბრალდებების სიმძიმეს ოპოზიციური პარტიები უარგუმენტო შუამდგომლობებით და დროის გაყვანით ვერ გააბათილებენ და პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომები ორშაბათს განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…