ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და, სავარაუდოდ, უკვე დავიწყებთ ახსნა-განმარტების ეტაპს" - გიორგი სიორიძე

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა განახლდა; „ლელოს“ წევრ გიორგი სიორიძის თქმით, შუამდგომლობების დასრულების შემდეგ პროცესი ახსნა-განმარტებების მოსმენით გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ შუამდგომლობების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ პროცესი, სავარაუდოდ, ახსნა-განმარტებების მოსმენით გაგრძელდება.

"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და, სავარაუდოდ, დავიწყებთ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპს. ორი დღე ვითხოვდით, გაგვერკვია, თითოეული პარტია, თუ რომელს რა ეპიზოდი მიემართებოდა იმ ერთიანი ხელოვნური და აბსურდული სარჩელით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს ჩვენთვის ამის ვერც ახსნა და ის შუამდგომლობებიც, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა, არ იქნა დაკმაყოფილებული", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე.

მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს და მათ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე საუბრობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და, სავარაუდოდ, დავიწყებთ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპს. ორი დღე ვითხოვდით, გაგვერკვია, თითოეული პარტია, თუ რომელს რა ეპიზოდი მიემართებოდა იმ ერთიანი ხელოვნური და აბსურდული სარჩელით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს ჩვენთვის ამის ვერც ახსნა და ის შუამდგომლობებიც, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა, არ იქნა დაკმაყოფილებული“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები