ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი EMaVE-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი EMaVE-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ ქართული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საექსპორტო ფასის გასაზრდელად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

დავით სონღულაშვილი EMaVE-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი EMaVE-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის „EMaVE” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, განათლებისა და კვლევის გაძლიერებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების საკითხებს.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია აკადემიურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ვცდილობთ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი და გავზარდოთ საექსპორტო ფასი”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„EMaVE”-ის კონსორციუმი აერთიანებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით ერთობლივ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას - „Vinifera EuroMaster“ ახორციელებენ. პროგრამა მოიცავს მევენახეობის, ენოლოგიისა და ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკის მიმართულებებს და სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამის პარტნიორებს შორის არიან საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათი ჩართულობა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.

შეხვედრას კონსორციუმის წარმომადგენლები შვეიცარიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან, მათ შორის, ტურინის, გეიზენჰაიმის, ლისაბონის, მადრიდისა და მონპელიეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი „EMaVE”-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები