ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დავით სონღულაშვილი: უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. აუცილებელია ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ყურძნის ხარისხი, რომ შესაბამისად ეს ღვინოზე აისახოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მევენახეობა-მეღვინეობაში მიდგომები უნდა შეიცვალოს, რათა ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო ბაზრებზე.

დავით სონღულაშვილი: უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. აუცილებელია ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ყურძნის ხარისხი, რომ შესაბამისად ეს ღვინოზე აისახოს
დავით სონღულაშვილი: უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. აუცილებელია ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ყურძნის ხარისხი, რომ შესაბამისად ეს ღვინოზე აისახოსიმედინიუსი

უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მევენახეებმა ფსონი დადონ მოსავლის ხარისხზე.

„შევადაროთ, როგორია მოცემულობა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს არის ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით მიღებული შედეგები. მაშინ, როდესაც საფრანგეთში, ბორდოში 20 ათას ჰექტარ ვენახს ჩეხენ იმისთვის, რომ პრობლემები აქვთ მოსავლის დაბინავების, მაშინ, როდესაც იტალია ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს მევენახეებს, თავისთავად ცხადია ეს სურათი გვაძლევს ჩვენ იმაზე ფიქრის აუცილებლობას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც უნდა ვიღონოთ. უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით, თუ გვინდა, რომ ღვინის ხარისხზე ვისაუბროთ, შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნისა და ვენახის გარეშე. იმიტომ, რომ ხარისხიანი ღვინო იბადება ხარისხიან ყურძენსა და ვენახში. აქედან გამომდინარე, სულ პირველი მომენტიდან არის აუცილებელი ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ყურძნის ხარისხი, რომ ეს შესაბამისად ღვინოში იყოს ასახული. ზუსტად ამას ემსახურება იმ რეფორმების წყება, რომელიც მიღებულია წლის დასაწყისში - დაწყებული ვენახის გაშენების ნებართვით, დასრულებული ხარისხობრივად დაყოფა ყურძნის. ვენახის გაშენების ნებართვა აუცილებელია იმისთვის, რომ სწორ ადგილას სწორი ნერგით იყოს გაშენებული ვენახი, რომ მივიღოთ შემდგომში ხარისხიანი მოსავალი და მევენახემ ბოლოში არ იწვნიოს არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ დრომდე მევენახე დაინტერესებული იყო არა ხარისხით, არამედ მოსავლის რაოდენობით.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავიდეს ხარისხიანი ყურძნის მოყვანაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შევადაროთ, როგორია მოცემულობა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს არის ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით მიღებული შედეგები. მაშინ, როდესაც საფრანგეთში, ბორდოში 20 ათას ჰექტარ ვენახს ჩეხენ იმისთვის, რომ პრობლემები აქვთ მოსავლის დაბინავების, მაშინ, როდესაც იტალია ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს მევენახეებს, თავისთავად ცხადია ეს სურათი გვაძლევს ჩვენ იმაზე ფიქრის აუცილებლობას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც უნდა ვიღონოთ. უნდა შევცვალოთ მიდგომები მევენახეობა-მეღვინეობაში იმისთვის, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად გაუმჯობესდეს და იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით, თუ გვინდა, რომ ღვინის ხარისხზე ვისაუბროთ, შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნისა და ვენახის გარეშე. იმიტომ, რომ ხარისხიანი ღვინო იბადება ხარისხიან ყურძენსა და ვენახში. აქედან გამომდინარე, სულ პირველი მომენტიდან არის აუცილებელი ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ყურძნის ხარისხი, რომ ეს შესაბამისად ღვინოში იყოს ასახული. ზუსტად ამას ემსახურება იმ რეფორმების წყება, რომელიც მიღებულია წლის დასაწყისში - დაწყებული ვენახის გაშენების ნებართვით, დასრულებული ხარისხობრივად დაყოფა ყურძნის. ვენახის გაშენების ნებართვა აუცილებელია იმისთვის, რომ სწორ ადგილას სწორი ნერგით იყოს გაშენებული ვენახი, რომ მივიღოთ შემდგომში ხარისხიანი მოსავალი და მევენახემ ბოლოში არ იწვნიოს არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.