ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმები მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ხარისხიანი ყურძნის გარეშე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და ეს არის ერთიანი ჯაჭვი მევენახიდან საერთაშორისო ბაზრამდე.

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდერუსთავი 2

ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული მეღვინეობის შემდგომი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირება.

„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ღვინის მოხმარება და მომხმარებლის დამოკიდებულება იცვლება, ხოლო საერთაშორისო ბაზრები მუდმივად გარდაიქმნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ ქართული პროდუქცია აუცილებლად იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ზუსტად ამას ემსახურება თითოეული ის რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, წლევანდელი რთველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ მევენახეების წახალისებაა, რომლებიც ვენახს სათანადოდ უვლიან, ვაზს ზომიერად ტვირთავენ და მაღალი შაქრიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ყურძენს აწარმოებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაზი ისე დავტვირთოთ და ისე მოვუაროთ, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოგვცეს. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვისაც, რადგან ხარისხიანი ყურძნის წარმოებამ, საბოლოო ჯამში, მას მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებამ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ღვინის მოხმარება და მომხმარებლის დამოკიდებულება იცვლება, ხოლო საერთაშორისო ბაზრები მუდმივად გარდაიქმნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ ქართული პროდუქცია აუცილებლად იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ზუსტად ამას ემსახურება თითოეული ის რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ“
დავით სონღულაშვილი
„მნიშვნელოვანია, რომ ვაზი ისე დავტვირთოთ და ისე მოვუაროთ, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოგვცეს. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვისაც, რადგან ხარისხიანი ყურძნის წარმოებამ, საბოლოო ჯამში, მას მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებამ“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი: ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები