ირაკლი ხელაძე ოპოზიციაზე: ერთ შემთხვევაში საუბარი იყო მოსამართლის აცილებაზე, რომელიც დანიშნული იყო მათ მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილის მიერ. მეორე შემთხვევაში ნიკა გვარამია ითხოვდა ნიკა გვარამიას დაკითხვას. მესამე შემთხვევაში ნაწილობრივ ადასტურებდა საკონსტიტუციო სარჩელის ხასიათს და შინაარსს, რაც რეალურად პრეტენზიაა ამ პარტიებთან
დეპუტატ ირაკლი ხელაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის მიზანი არსებითი განხილვის ნაცვლად შოუების მოწყობაა, რასაც მათი არასერიოზული შუამდგომლობები მოწმობს.

ზუსტად იციან რაზეა საკონსტიტუციო სარჩელში საუბარი, თუმცა თავიანთ ტრადიციულ პოლიტიკურ ხაზს არ ღალატობენ. მათი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება, პარლამენტში თუ ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოში, საქმიანი, არსებითი განხილვის ნაცვლად შოუები მოაწყონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ოპოზიციის ნაბიჯებს და ამჯერად რადიკალებს შოუების დადგმა არ გამოუვათ.
„ყველა კარგად უყურებს თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ეტაპი, როდესაც მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი მართებული, დასაბუთებული შუამდგომლობები, რომელიც ან დაშვებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ან ფიზიკურად ვერ იქნება დაშვებული. რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ტოტალური არაკომპეტენტურობა, ეს არის არაპროფესიონალიზმი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობილიყვნენ სარჩელს. ზუსტად იციან რაზეა საკონსტიტუციო სარჩელში საუბარი, თუმცა თავიანთ ტრადიციულ პოლიტიკურ ხაზს არ ღალატობენ. მათი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება, პარლამენტში თუ ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოში, საქმიანი, არსებითი განხილვის ნაცვლად მოაწყონ შოუები, რასაც რეალურად გაყიდიან საზოგადოებაში. თითოეული პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ვნახეთ არასერიოზული შუამდგომლობები. ერთ შემთხვევაში საუბარი იყო მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, რომელიც დანიშნული იყო მათ მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილის მიერ. მეორე შემთხვევაში ნიკა გვარამია ითხოვდა ნიკა გვარამიას დაკითხვას, მაგრამ სახელებით და გვარებით ვერ ასახელებდა, თუ ვის დაკითხვას ითხოვდა. მესამე შემთხვევაში ნაწილობრივ ადასტურებდა საკონსტიტუციო სარჩელის ხასიათს და შინაარსს, რაც რეალურად პრეტენზიაა ამ პარტიებთან. ის უნდობლობას პირდაპირ გამოხატავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ითხოვდა გარედან სხვა აქტორების ჩართვას. რეალურად, ეს ყველაფერი გაანალიზებულია საზოგადოების მხრიდან და მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მორიგი შოუ მოაწყონ ამ პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ყველა კარგად უყურებს თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ეტაპი, როდესაც მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი მართებული, დასაბუთებული შუამდგომლობები, რომელიც ან დაშვებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ან ფიზიკურად ვერ იქნება დაშვებული. რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ტოტალური არაკომპეტენტურობა, ეს არის არაპროფესიონალიზმი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობილიყვნენ სარჩელს. ზუსტად იციან რაზეა საკონსტიტუციო სარჩელში საუბარი, თუმცა თავიანთ ტრადიციულ პოლიტიკურ ხაზს არ ღალატობენ. მათი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება, პარლამენტში თუ ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოში, საქმიანი, არსებითი განხილვის ნაცვლად მოაწყონ შოუები, რასაც რეალურად გაყიდიან საზოგადოებაში. თითოეული პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ვნახეთ არასერიოზული შუამდგომლობები. ერთ შემთხვევაში საუბარი იყო მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, რომელიც დანიშნული იყო მათ მიერ ლეგიტიმურად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილის მიერ. მეორე შემთხვევაში ნიკა გვარამია ითხოვდა ნიკა გვარამიას დაკითხვას, მაგრამ სახელებით და გვარებით ვერ ასახელებდა, თუ ვის დაკითხვას ითხოვდა. მესამე შემთხვევაში ნაწილობრივ ადასტურებდა საკონსტიტუციო სარჩელის ხასიათს და შინაარსს, რაც რეალურად პრეტენზიაა ამ პარტიებთან. ის უნდობლობას პირდაპირ გამოხატავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ითხოვდა გარედან სხვა აქტორების ჩართვას. რეალურად, ეს ყველაფერი გაანალიზებულია საზოგადოების მხრიდან და მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მორიგი შოუ მოაწყონ ამ პროცესებთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…