პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე863 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეირაკლი ხელაძე „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენ ვართ შესული ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ863 ჩანაწერი · 13 მედია

ირაკლი ხელაძე „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენ ვართ შესული ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

დეპუტატ ირაკლი ხელაძის განცხადებით, მმართველი გუნდის თვითმიზანი პარტიების ხელაღებით აკრძალვა არ არის, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელში ობიექტურადაა მოყვანილი „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

ირაკლი ხელაძე „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენ ვართ შესული ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ
იმედინიუსი

არავის თვითმიზანი არ არის, მათ შორის, არც ერთი ჩემი თანაგუნდელის, რომ გინდა თუ არა ხელაღებით მოხდეს პარტიების აკრძალვა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ისინი იმყოფებიან ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, საკონსტიტუციო სარჩელია გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„დღეს პირდაპირ თავს დაესხნენ 1,120 მილიონ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და მათ პრორუსები უწოდეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, გვარამიას პარტიის წარმომადგენელმა საერთოდ კავშირი ვერ დაადგინა ადამიანის უფლებების დარღვევასა და კონსტიტუციურ წყობილებას შორის.

ასეთი არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი ასეთი უხეში და უტიფარი დამოკიდებულება გრძელდება მათი მხრიდან, თუმცა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ვართ შეუქცევად პროცესში. არავის თვითმიზანი არ არის, მათ შორის, არც ერთი ჩემი თანაგუნდელის, რომ გინდა თუ არა ხელაღებით მოხდეს პარტიების აკრძალვა. ჩვენ ვართ შესული ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმის, რომ არც სასამართლო, არც სისტემა არ მისცემს იმის შესაძლებლობას ამ ადამიანებს, რომ ეს პროცესი გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში. ეს პროცესი გამოიყენონ იმისთვის, რომ დეზინფორმაციული და კამპანიური განცხადებები აკეთონ და საბოლოო ჯამში, ახდეს ქართველი ხალხის მიზანი, რაც იყო 2012 წლის შემდეგ, მთავარი მოთხოვნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი იმგვარად, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ მუდმივად აზიანონ ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები, ფიზიკურად აღარ ეძლეოდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მუდმივი ქაოსით, დესტაბილიზაციის მცდელობებით არიონ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ხელაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები