ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გივი მიქანაძემ და იუსუფ თექინმა. ის ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და ენების შესწავლის ხელშეწყობას.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდარუსთავი 2

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას და მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.