შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავა
შსს-მ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნაცნობს ფულის სანაცვლოდ მკვლელის მოძებნა დაავალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
მისი ახლო გარემოცვა ამბობს, რომ დაკავებულს მეუღლესთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა მკვლელობის შეკვეთას გამორიცხავენ.
ძალოვანი უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბრალდებულმა ნაცნობს ფულის სანაცვლოდ მკვლელის მოძებნა დაავალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…