ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“კავკასიელი მარადონა” და ლეგენდა “სუპერვარსკვლავის აურით” – ნემსაძეს შოტლანდიაშიც ემშვიდობებიან

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას შოტლანდიაში ეხმაურებიან, სადაც ადგილობრივი მედია და მისი ყოფილი კლუბის, „დანდის“ გულშემატკივრები ქართველ ნახევარმცველს „კავკასიელ მარადონად“ და გამორჩეულ ლეგენდად იხსენებენ.

“კავკასიელი მარადონა” და ლეგენდა “სუპერვარსკვლავის აურით” – ნემსაძეს შოტლანდიაშიც ემშვიდობებიან
“კავკასიელი მარადონა” და ლეგენდა “სუპერვარსკვლავის აურით” – ნემსაძეს შოტლანდიაშიც ემშვიდობებიანნეტგაზეთი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მან გაგვიკეთა ტური და ღამით დიდი წვეულება მოგვიწყო“
კენი მაკდონალდი
„მთელი ამ დროის განმავლობაში ფული არაფერში გადაგვიხდია“
„საშინელი ამბავია, რადგან აშკარად ძალიან ახალგაზრდა იყო, 54 წლის“
ლი უილკი
„საყვარელი, ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. ძალიან სახალისო. მართლაც კარგი ადამიანი“
ტომ დუთი
„დანდიში ყველამ მაშინვე შეიყვარა იგი“
„გიორგი გასახდელში უდიდესი ფიგურა იყო. მას ინგლისური არასდროს უსწავლია სრულყოფილად“
„დიდი ტკივილით ვიგებთ 54 წლის ასაკში გიორგი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ. საქართველოდან გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა ნახევარმცველმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა, გულის შეტევა განიცადა. არ არის აუცილებელი 40 წელს გადაცილებული იყოთ, რომ ამ მორიგმა ტრაგიკულმა და გამომაფხიზლებელმა ამბავმა თქვენზე იმოქმედოს. „დანდის“ ყველა თაობის გულშემატკივარი ოთხშაბათს დაფიქრდა, როდესაც პირველი ცნობები გავრცელდა. მათაც კი, ვისაც ნიჭიერი ნახევარმცველის თამაში არ უნახავს, უფროსებისგან ექნებათ მოსმენილი ამბები იმ ნიჭიერ გუნდზე. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრასა და შოტლანდიის თასის ფინალში გასვლაზე მეტი ხელშესახები მიღწევა არ ჰქონიათ, ისინი გულშემატკივარს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდნენ. მაშინ, როცა კლაუდიო კანიჯასა და კაბალიეროს მსგავსი ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, უკანაც ბრუნდებოდნენ), ნემსაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად, მოვლენების ეპიცენტრში იყო. კაბალიეროს მსგავსად, მანაც მიიღო მუხლის სერიოზული ტრავმა (2001-2002 წლების სეზონში), მაგრამ დაბრუნდა და მომდევნო კამპანიაში „დანდი“ 1964 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა შოტლანდიის თასის ფინალში. ის რჩება „დანდის“ ბოლო მოთამაშედ, რომელმაც „ჰემპდენზე“ გამარჯვებულ გუნდში გოლი გაიტანა — მაშინ ნახევარფინალში „ინვერნეს კალედონიან ტისლთან“ მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო. ყველას, ვისაც მისი თამაში უნახავს, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს, საკუთარი მოგონებები ექნებათ მის ექსტრავაგანტულ ნიჭზე“
ალან პატულო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები