დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება
თბილისში რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იწყება, რომელიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტ წარმომადგენელსა და 100-მდე სპიკერს გააერთიანებს.

დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება. ღონისძიება - ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემაა - "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში".
წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც.
"დაახლოებით 1 000-მდე სტუმარს ველოდებით მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან - დაახლოებით 100-მდე მაღალი რანგის სტუმარსა და სპიკერს. განსახილველი საკითხები ძირითადად არის თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება, ფინანსური კავშირების გაღრმავება რეგიონის ქვეყნებს შორის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ ახალი კავშირების დამყარების", - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„დაახლოებით 1 000-მდე სტუმარს ველოდებით მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან - დაახლოებით 100-მდე მაღალი რანგის სტუმარსა და სპიკერს. განსახილველი საკითხები ძირითადად არის თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება, ფინანსური კავშირების გაღრმავება რეგიონის ქვეყნებს შორის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ ახალი კავშირების დამყარების“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…