ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულები დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და მათი საქართველოდან გაძევების პროცედურები მიმდინარეობს.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავესპირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები.

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან - შსს-მ საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები