ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა. დაკავებულები დროებითი განთავსების ცენტრში არიან გადაყვანილი და მათი საქართველოდან გაძევების პროცედურები მიმდინარეობს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავესრუსთავი 2

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს", - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შსს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე, მათ შორის – თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით", - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები