ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს ბანკითიბისი ბანკი

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 9 თვეში 20%-ით გაიზარდა და 2.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 19 ბანკიდან 15 მოგებაზე გავიდა, 4 კი ზარალზეა.

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები
4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგებიBM.GE

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 9 თვეში 2.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-სექტემბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მოგება წლიურ ჭრილში 480 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 1.44 მილიარდი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 1.06 მილიარდი ლარით (+18% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 110 მილიონი ლარით (+38%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 3%-ით, 92 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილიდან "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკის" საკუთრებაში გადავიდა, ჯერჯერობით "ლიბერთი" დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, ხოლო მომავალში კი ამ ბანკების შერწყმა არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო.

საქართველოს საბანკო სექტორის შედეგები 2026 წლის 9 თვეში:

#

ბანკები

2026 წლის იანვარ-სექტემბრის შედეგები - მოგება მლნ ლარი

ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან

1

საქართველოს ბანკი

1445 მილიონი ლარი;

20%

2

თი–ბი–სი ბანკი

1063 მილიონი ლარი;

18%

3

ბაზის ბანკი

110 მილიონი ლარი;

38%

4

ლიბერთი ბანკი

92 მილიონი ლარი;

-3%

5

კრედო ბანკი

67 მილიონი ლარი;

4%

6

ქართუ ბანკი

29.7 მილიონი ლარი;

-7%

7

პროკრედიტ ბანკი

28.9 მილიონი ლარი;

32%

8

ტერა ბანკი

24.4 მილიონი ლარი;

9%

9

ხალიკ ბანკი

18.5 მილიონი ლარი;

32%

10

იშ ბანკ

11.7 მილიონი ლარი;

1%

11

მიკრობანკი კრისტალი

10.7 მილიონი ლარი;

-13%

12

პეივბანკი

10.5 მილიონი ლარი;

1202%

13

ზირაათ ბანკი

7.4 მილიონი ლარი;

56%

14

პაშაბანკი

6.5 მილიონი ლარი;

460%

15

მიკრობანკი ემბისი

3.0 მილიონი ლარი;

-49%

16

პეისერა

-1.8 მილიონი ლარი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 მლნ ლარის ზარალზე იყო

17

ვი–თი–ბი ბანკი

-7.9 მილიონი ლარი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 41 მლნ ლარის ზარალზე იყო

18

ჰეშბანკი

-8.8 მილიონი ლარი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 8.3 მლნ ლარის ზარალზე იყო

19

სილქ ბანკი

-19.9 მილიონი ლარი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 17.4 მლნ ლარის ზარალზე იყო

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" მინორიტარებისგან ₾8 მილიონის აქციების გამოისყიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები