ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ის უფალს უყვარს” – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და LE PARISIEN-ის ცნობით, მოედანს, შესაძლოა, აპრილში დაუბრუნდეს.

“ის უფალს უყვარს” – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
“ის უფალს უყვარს” – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებსალია

საქართველოს ეროვნული ნაკრების და PSG-ს ფეხბურთებლ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მაკა ლუ­კა­ვა მიმართვას ავრცელებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის რთულ მო­მენ­ტში მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის.

მისი თქმით, “ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის და უფრო ძლიერი დაუბრუნდება თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს.“

“ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და გასაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!” – წერს ხვიჩა კვარაცხელიას დედა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა 20 ოქტომბერს, ბარსელონასთან მატჩში მიიღო. მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. პრესტიჟული ფრანგული სპორტული გამოცემა LE PARISIEN-ის ცნობით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კვარაცხელია მოედანს, შესაძლოა, აპრილში დაუბრუნდეს.

წინასწარი მონაცემებით, კვარაცხელიას ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის 6-დან 9 თვემდე პერიოდი დასჭირდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და გასაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები