პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნოემბრიდან, რუსეთი რძის 2 ქართულ საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

სურსათის ეროვნული სააგენტო

„როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, რძის გადამმუშავებელ ორ ქართულ საწარმოს რუსეთის ბაზარზე დაუშვებენ, ხოლო თევზისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტის მსურველ ექვს ქართულ კომპანიას შეამოწმებენ.

ნოემბრიდან, რუსეთი რძის 2 ქართულ საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"
BM.GE

2026 წლის ნოემბრიდან, რძის გადამმუშავებელ 2 ქართულ საწარმოს რუსეთის ბაზარზე წვდომა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, "როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ სემინარში მონაწილეობენ.

ვიზიტის ფარგლებში რუსული მხარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეხვდა.

„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ ქართული მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის გარანტიებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყეს პროცედურები აღნიშნული საწარმოების მესამე ქვეყნების რეესტრში შესაყვანად.

გარდა ამისა, რუსული მხარის ცნობით, რუსეთი მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი, რომელთაც რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სურთ. დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, მათ ბაზარი გაეხსნებათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურინოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს - "როსსელხოზნადზორი"
  3. TV პირველიოპოზიციური"როსსელხოზნადზორი“: რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები