"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია თბილისშია - შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს
თბილისში მყოფი „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა: რუსული მხარის ცნობით, განიხილეს ბაზრების გახსნა და 1 მილიონზე მეტი რუსული ვაქცინის დოზის მოწოდება.

"როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, მათი დელეგაცია თბილისშია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება და ორი ქვეყნის ბაზრებზე ახალი სახის საქონლის დაშვება - წერს "როსსელხოზნადზორი" ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ამავე უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს 2 რძის გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს რუსეთის ბაზარზე შესვლის უფლებას.
ირკვევა, რომ საქართველო ყიდულობს რუსულ ვაქცინებს ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ. 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება 1 მილიონზე მეტი დოზის მიწოდება.
რუსული დელეგაცია თბილისში WOAH ( ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) რეგიონულ სემინარში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…