"როსსელხოზნადზორი“: რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, 2026 წლის ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე წვდომას მიიღებს. ამასთანავე, რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საქართველოს ექვსი საწარმო შემდგომი იმპორტისთვის.

"როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, 2026 წლის ნოემბრიდან, ორი ქართული რძის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ბაზარზე წვდომას მიიღებს.
ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსსელხოზნადზორი) ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სამსახურმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ შეთანხმდეს ამ საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეტანა.
“2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს რძის გადამმუშავებელი ორი საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა მის მიერ გაცემული გარანტიების აღიარებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული კონტროლირებადი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს შეესაბამება, აგრეთვე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, სამსახურმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ შეთანხმდეს ამ საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეტანა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
“როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საქართველოს ექვსი საწარმო, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის რუსეთში მიწოდება სურთ.
შემოწმებების დროულად ჩატარებისა და დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ამ კომპანიების თევზის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანა შესაძლებელი გახდება.
რუსული დელეგაცია თბილისში WOAH ( ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) რეგიონულ სემინარში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს რძის გადამმუშავებელი ორი საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა მის მიერ გაცემული გარანტიების აღიარებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული კონტროლირებადი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს შეესაბამება, აგრეთვე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, სამსახურმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ შეთანხმდეს ამ საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეტანა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…