“როსსელხოზნადზორის” დელეგაცია თბილისშია – დეტალები
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, მათი დელეგაცია თბილისში იმყოფება და ქართულ უწყებებთან ბაზრებზე საქონლის დაშვება, ქართული რძის რუსეთში ექსპორტი და საქართველოში 1 მილიონზე მეტი რუსული ცხოველთა ვაქცინის შესყიდვა განიხილა.

“როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, მათი დელეგაცია თბილისშია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება და ორი ქვეყნის ბაზრებზე ახალი სახის საქონლის დაშვება – წერს “როსსელხოზნადზორი” ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ამავე უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს 2 რძის გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს რუსეთის ბაზარზე შესვლის უფლებას.
ირკვევა, რომ საქართველო ყიდულობს რუსულ ვაქცინებს ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ. 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება 1 მილიონზე მეტი დოზის მიწოდება.
რუსული დელეგაცია თბილისში WOAH ( ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) რეგიონულ სემინარში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…