ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს - ისტორია შეაფასებს ყველას, მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც - მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და კონსტიტუციის ერთგულების მხარეს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვაზე „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პლენუმს მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის გასანადგურებლად დემოკრატიის კონცეფციის ბოროტად გამოყენებაა.

ისტორია შეაფასებს ყველას; მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც. მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მხარეს. გთხოვთ, ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვს განსხვავებული აზრის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას, არ დააკმაყოფილოთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე თავისი სიტყვის დასკვნით ნაწილში განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი დამკვირვებელი, რომელიც ამ სარჩელს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს არის, ხელისუფლების მხრიდან თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად.
„ამ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელსაც წაიკითხავს ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი უკვე მიხვდება, როგორ შეიძლება აი ამ სარჩელით, რომელიც მე ვთვლი, რომ სრულიად არარელევანტური, მოუმზადებელი და მტკიცებულებებზე არ დაფუძნებულია, ითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ჩვენი შეფასებით, არა თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციის ნაწილია, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებაში, რათა კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში დაამყაროს, არამედ ეს არის, ხელისუფლების მხრიდან თავდაცვითი დემოკრატიის კონცერტის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად.
ამიტომ ბატონო მოსამართლეებო, პლენუმის წევრებო ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია, ამას თქვენ თავადაც ასაბუთებთ, რადგან მსგავსი პრეცედენტი, მას შემდეგ რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, ასეთი საკითხი ზეპირი მოსმენით არ განხილულა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ისტორია შეაფასებს ყველას; მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც. მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მხარეს. გთხოვთ, ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვს განსხვავებული აზრის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას არ დააკმაყოფილოთ“, - განაცხადა სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას ამ სიტყვას, პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა მართებული იყო, რადგან „მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამე თუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“.
„მინდა აღვნიშნო და ამას არ ვამბობ იმ მიმართებით, რომ ბატონი ბერდიას ახსნა - განმარტებიდან რას გაითვალისწინებს სასამართლო, ეს სხვა საკითხია არ ვიცი, მაგრამ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, იყო მართებული და მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამეთუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ნადარაია.
ციტატები სტატიიდან
„მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამე თუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“
„ამ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელსაც წაიკითხავს ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი უკვე მიხვდება, როგორ შეიძლება აი ამ სარჩელით, რომელიც მე ვთვლი, რომ სრულიად არარელევანტური, მოუმზადებელი და მტკიცებულებებზე არ დაფუძნებულია, ითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ჩვენი შეფასებით, არა თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციის ნაწილია, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებაში, რათა კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში დაამყაროს, არამედ ეს არის, ხელისუფლების მხრიდან თავდაცვითი დემოკრატიის კონცერტის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად. ამიტომ ბატონო მოსამართლეებო, პლენუმის წევრებო ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია, ამას თქვენ თავადაც ასაბუთებთ, რადგან მსგავსი პრეცედენტი, მას შემდეგ რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, ასეთი საკითხი ზეპირი მოსმენით არ განხილულა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ისტორია შეაფასებს ყველას; მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც. მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მხარეს. გთხოვთ, ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვს განსხვავებული აზრის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას არ დააკმაყოფილოთ“
„მინდა აღვნიშნო და ამას არ ვამბობ იმ მიმართებით, რომ ბატონი ბერდიას ახსნა - განმარტებიდან რას გაითვალისწინებს სასამართლო, ეს სხვა საკითხია არ ვიცი, მაგრამ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, იყო მართებული და მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამეთუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…