პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს - ბერდია სიჭინავა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ „კაფკას პროცესს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გაურკვეველი დარჩება, რას ედავებოდნენ პარტიებს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს - ბერდია სიჭინავა
TV პირველი

გახარიას გუნდის წარმომადგენელი, ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს "კაფკას პროცესს" ადარებს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის თქმით, ეს პროცესები, რომელიც ახლა უკვე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ისე დასრულდება, რომ ვერცერთი პარტია ვერ გაიგებს, რას ედავებოდნენ და რისთვის აკრძალეს.

რას მედავებიან, კონსტიტუციური ბრალდება რაში მდგომარეობს, რომელი კონკრეტული ნაწილით და პუნქტით მედავებიან, რომ კონსტიტუციასთან შეუთავსებელია ჩვენი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და დისპოზიცია რა გავაკეთეთ ამისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. აქ არანაირი მართლმსაჯულება არ არსებობს. აი კაფკას პროცესი რასაც ქვია, რომ ვერ გავიგებთ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც, ვის რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს, ეს იქნება მოცემულობა.

ეჩქარებათ პროცესის დასრულება, მაგრამ არაგონივრული იქნება და ამაზე ჩვენ შუამდგომლობები გვექნება რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესი გადაიდოს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიგახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა - პლენუმი სათათბიროდ გავიდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერდია სიჭინავა - მიმდინარე პროცესით საკონსტიტუციო სასამართლომ თავისივე რეგლამენტი დახია - ეს იქნება ფორსირებული რეჟიმით განხილული საკითხი და ემსახურება განსხვავებული აზრის აკრძალვას და ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათი საკითხი ცალკე საქმედ გამოიყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები