ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება
ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭებაალია

მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტადიონს ლეჩხუმისთვის განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს — წლების განმავლობაში აქ ფეხბურთის არაერთი თაობა აღიზარდა. განახლებული სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის ამაღლებასა და სპორტული ტრადიციების შენარჩუნებას.

პროექტის ფარგლებში სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა, რაც შექმნის სათანადო პირობებს, როგორც ფეხბურთელებისა და სპორტული გუნდებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. განახლებული სივრცე სრულად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები განხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტაცია განსახილველად ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას წარედგინება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართული საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გლოვობს - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები