ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: „შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ისე საერთაშორისო აქტორებისგან“

საქართველოს პარლამენტი

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, არავის აქვს უფლება საქართველოს კონსტიტუციის სწავლება დაუწყოს, ხოლო საერთაშორისო აქტორები და ოპოზიცია უნდა შეეგუონ იმას, რომ ქვეყანაში სასამართლოები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

თენგიზ შარმანაშვილი: „შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ისე საერთაშორისო აქტორებისგან“
თენგიზ შარმანაშვილი: „შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ისე საერთაშორისო აქტორებისგან“POSTV

„ჩვენ მივყვებით ჩვენს კონსტიტუციურ პროცედურას; მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სამოქმედო სივრცე თავად არ დაიტოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს სივრცე ამ ოპოზიციას თავისთვის დაეტოვებინა. როდესაც შენ მოგცა ხალხმა მანდატი და 61 მანდატი არ აითვისე, არ დაჯექი პარლამენტში და შენივე ამომრჩევლის ნების შესრულება არ დაიწყე; როდესაც არ მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მათმა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვით, იგივე შენი პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ, უსაქმოდ დატოვე და შენ თვითონ თქვი ამ საქმიანობაზე უარი, ახლა მე აქეთ მომიწოდო რაღაცისკენ, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი არ არის.

ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერიოს და მიგვითითოს: თუ დაინახავენ, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში დავტოვებთ ვინმეს.

ეს სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა მხარეს მიეცემა საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა და თავისი პოზიციების დაცვისა და ამას ყველა დაინახავს, მთელი მსოფლიო.

ხოლო როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაში ჩარევა არც ჩვენ, ხელისუფლებას შეგვიძლია და, მით უმეტეს, არ შეუძლიათ იმ უცხოელ ე.წ. დაუძინებელ მეგობრებს. ამიტომ შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ისე, მით უმეტეს, საერთაშორისო აქტორებისგან დამოუკიდებელს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მივყვებით ჩვენს კონსტიტუციურ პროცედურას; მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს“
თენგიზ შარმანაშვილი
„მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს სივრცე ამ ოპოზიციას თავისთვის დაეტოვებინა. როდესაც შენ მოგცა ხალხმა მანდატი და 61 მანდატი არ აითვისე, არ დაჯექი პარლამენტში და შენივე ამომრჩევლის ნების შესრულება არ დაიწყე; როდესაც არ მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მათმა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვით, იგივე შენი პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ, უსაქმოდ დატოვე და შენ თვითონ თქვი ამ საქმიანობაზე უარი, ახლა მე აქეთ მომიწოდო რაღაცისკენ, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი არ არის. ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერიოს და მიგვითითოს: თუ დაინახავენ, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში დავტოვებთ ვინმეს. ეს სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა მხარეს მიეცემა საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა და თავისი პოზიციების დაცვისა და ამას ყველა დაინახავს, მთელი მსოფლიო. ხოლო როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაში ჩარევა არც ჩვენ, ხელისუფლებას შეგვიძლია და, მით უმეტეს, არ შეუძლიათ იმ უცხოელ ე.წ. დაუძინებელ მეგობრებს. ამიტომ შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ისე, მით უმეტეს, საერთაშორისო აქტორებისგან დამოუკიდებელს“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები