ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდება
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზაზე, მდინარე მერიაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომლის ტექნიკური მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,1 მლნ ლარით დაფინანსდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე მერიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
არსებული ხიდის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ხიდი ერთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე 23,10 მ-ს შეადგენს.
პროექტის შესაბამისად, მდინარე მერიაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის ფარგლებში ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. განახლებულ ხიდზე გაიზრდება დატვირთვის დონე და მალის ნაშენის სიგრძე, რაც წყლის ნაკადის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, ხოლო ბურჯები და სარეგულაციო კედლები მოეწყო ხიმინჯოვან ფუძეზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,1 მლნ. ლარს შეადგენს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…