ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე

უკრაინულმა კომპანია ДТЕК-მა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევის შედეგად ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ჟიტომირის ოლქში ენერგომომარაგების გარეშე 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დარჩა.

რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე
რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზერადიო თავისუფლება

23 ოქტომბერს დილით უკრაინის კერძო ენერკომპანია ДТЕК-მა განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ეს ელექტროსადგური და რომელ რაიონებს ამარაგებდა.

უკრაინის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ენერგოობიექტებზე შეტევა იყო, ჟიტომირის ოლქია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი ბუჩენკოს ტელეგრამ-არხზე 23 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა რეგიონის 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ოდესის ოლქშიც.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები